ნიადაგის ანალიზი

აგროსფერო გთავაზობთ ნიადაგის ანალიზს YARA-ს ანალიტიკურ ლაბორატორიაში

(პოკლინგტონი, დიდი ბრიტანეთი)

რატომ უნდა გავაკეთოთ ნიადაგის ანალიზი?

რა სახის ანალიზი უნდა ჩატარდეს?

საკვები ელემენტების ანალიზი

საკვები ელემენტების ანალიზი

ანალიზის შედეგად ვიღებთ ინფორმაციას, ნიადაგში არსებული მცენარისთვის ხელმისაწვდომი ელემენტების შესახებ, რის საფუძველზეც უნდა შევიმუშაოთ მცენარეთა კვების პროგრამა. იმისათვის, რომ მივიღოთ დეტალური ინფორმაცია ნიადაგის შემადგენლობის შესახებ, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ფართო სპექტრის ანალიზი (Yara’s Broad Spectrum), რომელიც აგრეთვე მოიცავს მეორეხარისხოვანი საკვები ელემენტების, გოგირდის და მიკროელემენტების ანალიზს, რადგან საბაზისო ანალიზი (P, K, Mg და pH) წარმოადგენს საერთო სურათის მხოლოდ ნაწილს და შესაძლებელია სხვა საკვები ელემენტები და ფაქტორები აღმოჩნდეს მცენარის ზრდა-განვითარების შემაფერხებელი პირობა.

ქიმიური და ფიზიკური ანალიზი

ქიმიური და ფიზიკური ანალიზი

მცენარეთა კვების რეჟიმების, ნიადაგის მართვის და საკვები ნივთიერებების გამოყენების სტრატეგიის შედგენამდე, აუცილებელია ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების გათვალისწინება, რადგან ნიადაგის არეს რეაქცია (pH), კათიონების გაცვლითი ტევადობა (CEC), ორგანული მასა და ნიადაგის სტრუქტურა, გავლენას ახდენს ჩვენს მართვის სტრატეგიაზე.

ბიოლოგიური ანალიზი

ბიოლოგიური ანალიზი

ნიადაგში მიკროორგანიზმების არსებობა აუცილებელია მისი სიჯანსაღისთვის. ისინი ხელს უწყობენ მცენარეებს საკვები ნივთიერებების შეთვისებაში, მათი მეშვეობით ხდება ჰუმუსის, ორგანული მასისა და ნიადაგის ნაწილაკების გადამუშავება და გარდაქმნა მცენარის საკვებ ელემენტებად, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნიადაგის სტრუქტურაზე. ბიოლოგიური ანალიზი, ორგანული მასის ანალიზთან ერთად, იძლევა სრულ სურათს ნიადაგის სიჯანსაღის შესახებ, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მაღალი მოსავლის პოტენციალზე და მის ხარისხზე.

​ნიადაგის ანალიზის მომსახურება და ​ფასები

გთავაზობთ ნიადაგის ფართო სპექტრის (BS), ნიადაგის ექსტრა ფართო სპექტრის (BSE) და ნიადაგში მძიმე მეტალების შემცველობის (SA8a) ანალიზებს

კოდისახელიპარამეტრებიფასი
BS ფართო სპექტრი P, K, Ca, Mg, S, B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn, Na, კათიონების გაცვლითი ტევადობა (CEC), ნიადაგის არეს რეაქცია (pH), კირის საჭიროება (Lime Req.)279.00 ლარი
 BSE ექსტრა ფართო სპექტრი P, K, Ca, Mg, S, B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn, Na, კათიონების გაცვლითი ტევადობა (CEC), ნიადაგის არეს რეაქცია (pH), კირის საჭიროება (Lime Req.), ორგანული მასა, სილა %, ლამი %, თიხა %, ნიადაგის სტრუქტურის კლასიფიკაცია496.00 ლარი
 SA8a მძიმე მეტალების შემცველობა Pb, Ni, As, Cd, Cr, Hg, Cu, Zn 496.00  ლარი
 დამატებითი ანალიზები დამატებითი ანალიზის ღირებულება
ნიადაგის დამატებითი ანალიზი - ( ბი-კარბონატი Bicarbonate) 51.20 ლარი
ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (ქლორი Cl) 77.50 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (ორგანული მასა, ჰუმუსი, OM) 83.70 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (ნიადაგის მარილიანობა EC) 46.50 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (კარბონატი Carbonate) 51.20 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (აქტიური კირი Active lime)24.40 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (აზოტი N)  45.90 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (Mg/K)  48.90 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (E.S.P.-exchangeable Sodium percentage) 48.10 ლარი
 ნიადაგის დამატებითი ანალიზი - (Ca/Mg)  48.90 ლარი

ნიადაგის ნიმუშის აღების ინსტრუქცია

სამუშაოს ძირითად ნაწილს წარმოადგენს ნიმუშების სწორად აღება და ლაბორატორიაში ტრანსპორტირება.

ანალიზის შედეგების ნიმუში

იხილეთ ნიადაგის ანალიზის შედეგების ნიმუში, სადაც მოცემულია არსებული და რეკომენდებული მონაცემები თანდართული კომენტარებით.