• ნიადაგის ანალიზი

    აგროსფერო გთავაზობთ ნიადაგის ანალიზს Yara-ს ანალიტიკურ ლაბორატორიაში
    (პოკლინგტონი, დიდი ბრიტანეთი)
    ნიადაგის ანალიზი
  • ფოთლის ანალიზი

    აგროსფერო გთავაზობთ ფოთლისა და ყუნწის ანალიზს Yara-ს ანალიტიკურ ლაბორატორიაში
    (პოკლინგტონი, დიდი ბრიტანეთი)
    ფოთლის ანალიზი

YARA-ს ანალიტიკური ლაბორატორია

სოფლის-მეურნეობის ლაბორატორია 40 წლიანი ისტორიით

ანალიზს გადამწყვეტი როლი აქვს  მეურნეობის სწორი მენეჯმენტისთვის, შედეგების მიხედვით განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მინერალური სასუქებით კვების ზუსტი პროგრამა და ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებები.

ნიადაგის ანალიზი

განსაზღვრეთ ნიადაგის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მდგომარეობა ნიადაგისა და მცენარეთა უკეთესი მართვისთვის

ფოთლის ანალიზი

ფოთლის ანალიზით განსაზღვრეთ მინერალების დეფიციტი მცენარის მაქსიმალური პოტენციალის გამოსაყენებლად

რატომ უნდა აირჩიოთ YARA-ს ანალიტიკური ლაბორატორია?

YARA-ს ანალიტიკური ლაბორატორია ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ანალიზს აკეთებს, ნიმუშები იგზავნება 50-ზე მეტი ქვეყნიდან. მომხმარებლები არიან, როგორც კერძო ფერმერები, ასევე დამოუკიდებელი აგრონომ-კონსულტანტები და მულტინაციონალური კომპანიები, მათ შორის კვლევითი ცენტრები, აკადემიური დაწესებულებები და სამთავრობო ორგანიზაციები

ყოვლისმომცველი, ეფექტიანი და ზუსტი

YARA-ს ლაბორატორია ფლობს ორივე, BS-EN-ISO 9001:2008 და ISO/IEC 17025:2005 დონის აკრედიტაციას და რეგულარულად გადის საერთაშორისოდ აღიარებულ შემოწმებას მაქსიმალური ხარისხის უზრუნველსაყოფად.

განმარტებები და რჩევები

ყოველი ანალიზის პასუხს თან ერთვის მინერალური სასუქების შეტანის რეკომენდაციები, კონკრეტული კულტურის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭირო რაოდენობების შესაბამისად.